Saturday, May 30, 2015

ტრენინგის პირველი მოდული


                                               ტრენინგის პირველი დღე


        ტრენინგის პირველი დღე დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით. ყველა პედაგოგმა ერთხმად დაადასტურა ინფორმაციული ტექნოლოგიების უდიდესი საჭიროება სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. ჩვენმა ტრენერმა - ქალბატონმა ქეთიმ დაწვრილებით გაგვაცნო ინტელის სასწავლო კურსი. ვესტუმრეთ მის ვებ-გვერდს, გავეცანით ჩვენს გზამკვლევს. სემდეგ შევქმენით საქაღალდე სადაც მოვათავსეთ გზამკვლევიდან გადმოწერილი დოკუმენტები.აგრეთვე შევქმენით ბლოგი.






                                           
                                                    ტრენინგის მეორე დღე


დავიწყეთ პროექტებზე მუშაობის თითოეული საფეხურის განხილვა და შესწავლა, პროექტებზე მუშაობას ვიწყებთ რეკლამით. ანუ შეიძლება დამზადდეს ბუკლეტები პროექტის შესახებ როგორც მასწავლებლის მიერ, ასევე მოსწავლის მიერ- მოსწავლის ნიმუში. ბუკლეტზე პრაქტიკულად მუშაობა დავიწყეთ Word-ში და კარგად დავამუშავეთ. ამის შემდეგ ჩვენი საქაღალდე დავზიპეთ და გადავგზავნეთ ელ-ფოსტაზე, სადაც შენახული გვქონდა ბუკლეტის ნიმუში.

No comments:

Post a Comment