Sunday, June 28, 2015

ტრენინგის მე-9 დღე

                დავიწყეთ გამეორებით, ყველამ წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციების მოკლე მონახაზი, რომელტა განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალ წელს. განსაკუთრებით მომეწონა ქართული ენის პედაგოგის სამომავლოდ დაგეგმილი პრეზენტაცია თემაზე: "ბედისწერად ქცეული ტალანტი" - მაგალითად მოყვანილი იყო  მსოპლიოს ნიჭიერი ადამიანები , რომლებმაც ისე დაასრულეს ცხოვრება რომ სიციცხლეში არ რგებიათ პატივი და დაფასება.  ვისწავლეთ ბლოგში ახალი გვერდის შექმნა, და გაჯეტებში ვიდეოს, ფოტოს გადატანა.

Saturday, June 27, 2015

ტრენინგის მე–8 დღე

             ტრენინგის მე–8 დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. ფასილიტაციის ნიმუშების მიხედვით გავაკეთეთ power point-ში სლაიდები და დეტალურად გავწერეთ პროექტის გეგმაზე მუშაობისას მოსწავლეებისათვის მისაცემი ინსტრუქციები და დავალებები. ფასილიტაცია შევინახეთ ჩვენი საქაღალდის დამხმარეში. ამის შემდეგ გადავხედეთ საქაღალდეებს და თითოეულ დოკუმენტს შევუცვალეთ სახელი.
ბოლოს ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა drive-ში და ბლოგზე.

Thursday, June 25, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დრე დავიწყეთ გამეორებით. განვიხილეთ განსხვავებული ინტელექტის მქონე მოსწავლეებისთვის მისაცემი დავალებების ინდივიდუალურობა.გადავხედეთ ჩვენი პროექტების გეგმებს და დავასრულეთ მათზე მუშაობა.შევავსეთ პროექტის მიმდინარეობის პროცესი დეტალურად.

ტრენინგის მეექვსე დღე

        ტრენინგის მეექვსე დრე დავიწყეთ წინა დღეს გავლილი მასალის გამეორებით. ამის შემდეგ განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაცია თავისი საფეხურებით: პრობლემა, მიზანი, კვლევის მიმდინარეობა, კვლევის შედეგი, პრობლემის გადაჭრის გზები და გამოყენებული ლიტერატურა. ვიმუშავეთ power point-შიც და ავაწყეთ პრეზენტაცია.
განვიხილეთ აგრეთვე სეფასების სხვადასხვა რუბრიკები: თანატოლთა სეფასება, თვითშეფასება, ზეპირი პრეზენტაციის შეფასება, პროექტის საბოლოო რუბრიკა და ა.შ

Tuesday, June 23, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს- მიმდინარე, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. დეტალურად განვიხილეთ როგორ უნდა შევიმუშაოთ დროში გაწერილი შეფასების  გეგმა. ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.

Saturday, June 6, 2015

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ამის შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. ქალბატონმა ქეთიმ დეტალურად აგვიხსნა პროექტის გეგმის თითოეული პუნქტი, თან ამავდროულად ვიყენებდით ჩვენს გზამკვლევს, ვნახულობდით მაგალითებს. ესგ-დან დავადგინეთ ჩვენი პროექტის სტანდარტები და ინდიკატორები და განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი ბლუმის თაქსონომიის ზმნებისა და XXI საუკუნის უნარჩვევების პუნქტების გამოყენებით. დავწერეთ მიმართულების მიმცემი კითხვები:ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი. ტრენინგის მესამე დღე დავასრულეთ ბლოგში ჩანაწერის რედაქტირებით და დამატებით.

Saturday, May 30, 2015

ტრენინგის პირველი მოდული


                                               ტრენინგის პირველი დღე


        ტრენინგის პირველი დღე დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით. ყველა პედაგოგმა ერთხმად დაადასტურა ინფორმაციული ტექნოლოგიების უდიდესი საჭიროება სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. ჩვენმა ტრენერმა - ქალბატონმა ქეთიმ დაწვრილებით გაგვაცნო ინტელის სასწავლო კურსი. ვესტუმრეთ მის ვებ-გვერდს, გავეცანით ჩვენს გზამკვლევს. სემდეგ შევქმენით საქაღალდე სადაც მოვათავსეთ გზამკვლევიდან გადმოწერილი დოკუმენტები.აგრეთვე შევქმენით ბლოგი.






                                           
                                                    ტრენინგის მეორე დღე


დავიწყეთ პროექტებზე მუშაობის თითოეული საფეხურის განხილვა და შესწავლა, პროექტებზე მუშაობას ვიწყებთ რეკლამით. ანუ შეიძლება დამზადდეს ბუკლეტები პროექტის შესახებ როგორც მასწავლებლის მიერ, ასევე მოსწავლის მიერ- მოსწავლის ნიმუში. ბუკლეტზე პრაქტიკულად მუშაობა დავიწყეთ Word-ში და კარგად დავამუშავეთ. ამის შემდეგ ჩვენი საქაღალდე დავზიპეთ და გადავგზავნეთ ელ-ფოსტაზე, სადაც შენახული გვქონდა ბუკლეტის ნიმუში.